Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ (2021-2022)

გაცნობებთ, რომ შექნილი ედიპემიოლოგიური სიტუაციის და დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მაგისტრანტობის კანდიდატთა წარმოსადგენი დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს დისტანციურად, ელექტრონული ფორმით (შესაბამისი ფაკულტეტის მითითებულ ელ. ფოსტაზე).


დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენის ვადა განისაზღვრება დამატებით.

 

შეგახსენებთ წარმოსადგენ დოკუმენტაციას:
 

მაგისტრანტობის კანდიდატს მოეთხოვება წარმოადგინოს (25 – 31 აგვისტო):

 განცხადება თსუ რექტორის სახელზე (განცხადებაზე საჭიროა განმცხადებლის მატერიალური ხელმოწერა);
 ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
(ფოტოსურათის CD-ზე მატერიალურად წარმოდგენა მოხდება მოგვიანებით, რის შესახებაც გეცნობებათ დამატებით)
 ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/ შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2021 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
 პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
 უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
 

გთხოვთ, ელ. ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ კანდიდატის სახელი და გვარი, ასევე თითოეული წარმოსადგენი დოკუმენტის (ფაილის) დასახელება ემთხვეოდეს მის შინაარსს, მაგ: *განცხადება, *ფოტოსურათი, *პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, *უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.

დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს შემდეგ ელ. ფოსტაზე: ma@hum.tsu.ge.
 

აქვე გაცნობებთ, რომ უცხო ენასა და სპაციალობაში მიღებული შედეგების გასაჩივრება მოხდება დისტანციურად, ელექტრონული ფორმით. შედეგების გასაჩივრების მსურველმა კანდიდატმა საჭიროა თანდართული გასაჩივრების ფორმის (სპეციალობის გამოცდის შედეგების გასაჩივრება, უცხო ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება) შევსების და მატერიალურად ხელმოწერის შემდგომ გადააგზავნოს თსუ-ს კანცელარიის ელ. ფოსტაზე - chancellery@tsu.ge